Thursday, June 28, 2018

Carpe Diem

ალბათ ბევრს გაგიგიათ  სიტყვა "Carpe Diem" რომელიც ითარგმნება  ლათინურად როგორც "დაიჭირე მომენტი",  შემიძლია ვთქვა რომ ყველანაირად ვცდილობ დავიჭირო ცხოვრების ლამაზი მომენტები.
ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ პირველი სურათი გადავიღე 5 წლის ასაკში, ფოტოაპარატ ზენიტით.
ფოტოგრაფია მაძლევს საშუალებას გადმოვცე ჩემი გრძნობები,შთაბეჭდილებები და ჩემი ხედვა...



დღესდღეობით ვმუშაობ ტურისტებთან, რომლებსაც ვუტარებ მინი-ექსკურსიებს (photo-walks) ძველ თბილისში, 
ამავდროულად ვუწევ გიდობას, ვათვალიერებინებ ყველაზე კოლორიტულ და მონახულებად ადგილებს,ვაცნობ ჩვენი ულამაზესი და უძველესი ქვეყნის ტრადიციებს და კულტურას. 
 მათგან კი ვღებულობ ყველაზე მთავარს... დადებით ემოციებს და შთაბეჭდილებებს...  


აქვე მინდა გაგაცნოთ ულამაზესი ადგილი, რომელსაც ყოველდღე უამრავი ტურისტი სტუმრობს. 
ეს არის ვიტრაჟული სადარბაზო, რომელშიც გახსნილია არტ გალერეა


გალერეა 27 მდებარეობს ბეთლემის ქუჩაზე, ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ტექსტილი,ტანის სამოსი, სუფრა, ტიხრული მინანქარი, თავსაფრები და სხვა მრავალი.